რობ პორტმანი – საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორია რეგიონში და მას ჩვენი დახმარება სჭირდება

საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორია რეგიონში და მას ჩვენი დახმარება სჭირდება – ამის შესახებ საუბარია ამერიკელი სენატორის, რობ პორტმანის სტატიაში, რომელიც გამოცემა „ვოლ სთრით ჯორნალში“ გამოქვეყნდა.

სტატიაში სახელწოდებით, „როგორ შეუძლია ბაიდენს წინ აღუდგეს პუტინს ჟენევაში“, ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის დროს დაინახა, თუ როგორ ახდენს რუსეთი ახალგაზრდა დემოკრატიების დესტაბილიზაციას.

რობ პორტმანის თქმით, საქართველოში და უკრაინაში რუსეთი განაგრძობს უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიების ოკუპაციას და მილიტარიზაციას.

„გასულ კვირას აღმოსავლეთ ევროპაში გავემგზავრე სენატორების მცირე, ორპარტიულ ჯგუფთან ერთად, რომ შევხვედროდი უკრაინის, ლიეტუვისა და საქართველოს ლიდერებს. ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ-ის საიმედო მოკავშირეები გახდნენ, რადგან მათი მოქალაქეები ეძებდნენ დემოკრატიულ მომავალს მეტი თავისუფლებით და კეთილდღეობით. მაგრამ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რაც ამ მოგზაურობაში ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩნდა, იყო რუსეთის განახლებული მცდელობა ამ ახალგაზრდა დემოკრატიის დესტაბილიზაციის მიმართულებით. თითოეული მათგანი რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის წინაშეა, მათ შორის სამხედრო საფრთხეები საზღვრებზე, კიბერშეტევები და პოლიტიკური დეზინფორმაციული კამპანიები. უკრაინასა და საქართველოში რუსეთი განაგრძობს უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიების ოკუპაციას და მილიტარიზაციას“ – წერს რობ პორტმანი

banner
წინა სტატიაშისაველე ბანაკ „პალდოში“ ტერიტორიულ რეზერვისტთა სწავლება მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„ადვოკატთა ასოციაცია“ მართლმსაჯულების რეფორმაზე პარლამენტს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს