რობ ბაუერი: ნატოს ქვეყნების მშვიდობიანი მოსახლეობა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, უნდა მოემზადოს რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო ომისთვის

ჰოლანდიელმა ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების მშვიდობიანი მოსახლეობა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, უნდა მოემზადოს რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო ომისთვის.

უკვე ნატოს ქვეყნების მთავრობებმა უნდა შექმნან პროცესების მართვის სისტემები, რათა მომავალში სწრაფად მოხდეს თავიანთ ჯარში მოქალაქეების მობილიზაცია  რუსეთის ფედერაციასთან დასაპირისპირებლად,- ამის შესახებ ბაუერმა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ განაცხადა,-იუწყება The Telegraph.

ის, რომ ნატოს ქვეყნები ახლა მშვიდობიანად ცხოვრობენ, არ ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ომი მათ სახლებში აღარ მოვა, თქვა ბაუერმა, რის გამოც ახლა აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო კონფლიქტისთვის მომზადება.

ადმირალმა ასევე შეაქო შვედეთის მთავრობა, რომელიც ჯერ არ არის ნატოს წევრი, მაგრამ განაცხადა, რომ მისი მოქალაქეები ემზადებიან რუსეთთან შესაძლო დაპირისპირებისთვის.

ამ ფონზე, ნატოს ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ იარაღის მწარმოებლები არ ემორჩილებიან მიმდინარე გლობალურ ვითარებას. უკრაინაში ორწლიანი ომის განმავლობაში ნატოს ქვეყნებმა ამოწურეს არსენალი და მათ შევსებას წლები დასჭირდება. ამ ფონზე კრემლმა თავდაცვის მრეწველობაზე დანახარჯები 40%-ით გაზარდა. ”ჩვენ უნდა გვქონდეს სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვიპოვოთ მეტი ადამიანი, თუ საქმე ომს ეხება, განურჩევლად იმისა, მოხდება თუ არა ეს, რის გამოც ახლა აუცილებელია კითხვების დასმა მობილიზაციის, რეზერვისტებისა თუ გაწვევის შესახებ,” – თქვა ბაუერმა.

ბაუერი უკრაინას დაჰპირდა ნატოს ყოველდღიურ დახმარებას თავის თავდაცვით ომში, რადგან მისი თქმით, ამ ომის შედეგები გადაწყვეტს მსოფლიოს ბედს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი 2024 წელს ყოველთვიურად უკრაინას 50 AASM Hammer (A2SM) მართვად ბომბს გადასცემს
შემდეგი სტატიაგერმანია-პოლიციას მიენიჭა უფლება, დეპორტაციას დაქვემდებარებული უცხოელები არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლების იმ შენობებში ეძებოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ სხვაგანაც