RMG Gold-ს დამატებით 100 000 კვ.მ ტერიტორია გადაეცა – დმანისის გადარჩენის ფონდი ქუმსიშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

დმანისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლები, ეკონომიკის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ​ RMG Gold-ს დამატებითი 100 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია სრულიად უკანონოდ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გადაეცა. პროცესში კი უშუალოდ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ჩართული.

ფონდის წარმომადგენლებმა დღეს იმ კონკრეტულ მასალებსა და მტკიცებულებებზე ისაუბრეს, რომელიც მათი განცხადებით, სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.

დმანისის გადარჩენის ფონდის წევრები უახლოეს მომავალში პროკურატურას მიმართავენ და საგამოძიებო უწყებას საქმით დაინტერესებას მოსთხოვენ.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე : „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავებული ღირებულებებია და მათ გაერთიანება შეუძლებელია
შემდეგი სტატიაფოფხაძე : შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები ლეგიტიმურად ჩნდება