“რკინის კედელზე თავს მივუჭეჭყავთ” – ჩინეთის ლიდერმა დასავლეთი გააფრთხილა

ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლისთავის ზეიმზე სი ცზინპინს ზუსტად ისეთივე პიჯაკი (ფრენჩი) ეცვა, როგორიც მაო ძედუნს პორტრეტზე, რომელიც ტიანანმენის მოედანზეა დაკიდებული.

კომუნისტური პარტიის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას სი ცზინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი სხვა ქვეყნების საქმეებში არ ერევა და დაიმუქრა, რომ ყველას, ვინც ჩინეთის საქმეებში ჩაერევა “რკინის კედელზე თავს მიუჭეჭყავს” – “ბიბისი” წერს.
ჩინეთის ხელმძღვანელის სიტყვები დასავლეთის კრიტიკის ფონზე გაისმა, რომელიც სინცზიანს ეხება და რასაც ვაშინგტონი გენოციდს უწოდებს, ასევე, ჰონგკონგში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ადგილობრივებს, ფაქტობრივად, იმ თავისუფლებების უმეტესობა წაართვეს, რომელიც მათ მანამდე ჰქონდათ.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ტაივანის გამო დაიძაბა, რომელსაც პეკინი ამბოხებულ პროვინციად თვლის. ამერიკის კანონმდებლობით ვაშინგტონი ვალდებულია ტაიბეის სამხედრო დახმარება გაუწიოს იმ შემთხვევაში, თუკი ჩინეთი ტაივანზე კონტროლს გადაწყვეტს.

“ყველამ უნდა დააფასოს ჩინელი ხალხის სიმტკიცე, ნება და შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული ერთიანობა” – ხაზი გაუსვა სიმ.

ლიდერის გამოსვლას თან სდევდა სპეციალურად შერჩეული 70 ათასი მაყურებლის მხურვალე ოვაცია.

banner
წინა სტატიაშიგახარია – პარტია „საქართველოსთვის“ “ნაცმოძრაობასთან” ალიანსს არ და ვერ განიხილავს
შემდეგი სტატიაგოგი წულაია თავისუფალია