რკინის გალია აჭარის მთავრობის სახლთან

ხმაური იყო აჭარის მთავრობის სახლთან. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რკინის გალია მიიტანეს და მთავრობის სახლის შესასვლელთან დადგმას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც კამათი მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გალია სიმბოლურად, სააკაშვილის მხარდაჭერის მიზნით მიიტანეს.

„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რუსულ ციხეში, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იგი გაათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხი გაუღებს მას ციხის კარებს, ისევე, როგორც გავაღეთ ახლა ამ გალიის კარები“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ალექსანდრე ვარშალომიძე.

ხმაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა. გალია ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიტანეს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი ლაშა ხოშტარია – დაკავებულებს შეუზღუდეს დაცვის უფლება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია
შემდეგი სტატიასაქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს