რკინიგზის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო

რკინიგზის დეპარტამენტის წინ რკინიგზის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. როგორც ისინი აცხადებენ, გურჯაანის რკინიგზის სამსახურში მათი სამუშაო ადგილების გაუქმების შემდე, სამუშაოდ სადახლოში გადაიყვანეს, რის გამოც ჯერ თბილისში უწევთ ჩამოსვლა და შემდეგ – სადახლოში.

ისინი ძველი სამუშაოს ადგილზე აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხელფასის მომატებასა და საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას ითხოვენ.

როგორც ერთ-ერთმა მოშიმშილემ, უჩა ღვთისიაშვილმა აღნიშნა, დღეს ამოიწურა ერთ კვირიანი ვადა, რომელიც მათ მისცეს რკინიგზის დეპარტამენტს. საკითხს რკინიგზის ხელმძღვანელობის არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

“დავდექით რეალურად ფინანსური პრობლემების წინაშე, ხელფასი 500 ლარი გვაქვს და ნახევარზე მეტს ვტოვებთ გზაში. გვსურს, რომ დაგვაბრუნონ უკან”, – განაცხადა ღვთისიაშვილმა.

მოშიმშილეებს სოლიდარობას უცხადებენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებიც.

“ამ ადამიანებისთვის შეიძლებელია, გურჯაანიდან თბილისში წამოვიდნენ და შემდგომ წავიდნენ სადახლოს მიმართულებით. ჩვენ საკმაო დრო მივეცით რკინიგზას, რომ შემდგარიყო დიალოგი, მაგრამ რკინიზგამ ეს დრო გაანიავა. ამ ადამიანებს სხვა გზა არ დარჩენიათ, არ იციან, რა მეთოდებით უნდა დაიცვან თავისი უფლებები. მოთხოვნაა, რომ ეს ადამიანები დააბრუნონ ძველ სამუშაო ადგილბზე. თუ რკინიგზა მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ეს სამუშო ადგილები არ არის საჭირო, მაშინ უნდა ჰქონდეთ პირობები, რომ საკუთარი გასამრჯელოთი არჩინონ ოჯახებო”,- განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია აფრიკის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაჩინეთში წყალდიდობას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა