რკინიგზის გომი-აგარას გადასარბენზე მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დღეს დილით, დაახლოებით 9:30 საათზე გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცს, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

„საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აცხადებენ რკინიგზის ადმინისტრაციაში.

მომხდარის გამო შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (#685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის.

banner
წინა სტატიაშიჰეროინის გასაღების ბრალდებით ქვემო ქართლში ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასოტბის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი, „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გამოჩნდა