რკინიგზის დეპარტამენტი საგანგებო განცხადებას ავრცლეებს

“მეწყრის გამო, რეისზე არსებული მატარებლები მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ” – განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს:

“ძვირფასო მგზავრებო! უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში. აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის „ქოცებო“, პირში წყალი ჩაიგუბეთ – თქვენი დრო უკვე დამთავრებულია!
შემდეგი სტატიაბუჩუკური პრეზიდენტის ინიციატივაზე: ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ