რკინიგზასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

რკინიგზასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ათივე პირი თავისუფალია. სასამართლო დაკავებულების ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო, იქამდე კი დაკავებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დაცვის მხარემ საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გაცნობისთვის დრო ითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულების საქმეს ერთად განიხილავდა. საქმეების გაერთიანების შუამდგომლობა დაკავებულების ადვოკატებმა დააყენეს.

აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი 8 სექტემბერს ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილი – ჩნდება ცალკეული კერები, თუმცა საფრთხეები შემცირებულია
შემდეგი სტატიაქვემო ქართლში მამაკაცის წამებაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს