გაზეთ “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს;
“ბათუმიდან საგარეჯოში დასასვენებლად რომ არ ჩასულა ფაქტია!
იარაღი მისი არ იყო,დაუდევრად შეინახა ოლიმპიური ფესტივალის ყოფილმა ხელმძღვანელმაო(დაკავებულია)
ეს ის ალექსი ახვლედიანია რომელსაც ნიკა გვარამია მთავრობის მესენჯერს უწოდებდა და რომელიც,ღარიბაშვილის სახელით,მას ოჯახით და პირადი ცხოვრების ამსახველი ფირით ემუქრებოდა ‼️
მაშინ სუფთად გამოძვრა‼️
რიჟვაძის თვითმკვლელობის ვერსია,თან სხვისი იარაღით ?!”, – კითხულობს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა და ამ მიზნით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. მას ფილტვი აქვს დაზიანებული. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
თორნიკე რიჟვაძე იყო ერთადერთი ქოცი, რომელიც ჩემს ფონდში ფულს რიცხავდა – ნანუკა ჟორჟოლიანი
















