22.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

რიჟვაძემ თვითმკვლელობა “გლოკის” ტიპის იარაღიდან სცადა, რომელიც ფანჩატურში ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა შენახული – პროკურატურა

აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა “გლოკის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა – ამ ვერსიას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

  • პროკურატურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა.

განცხადებაში მთავარი საგამოძებო ორგანო წერს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა თვითმკვლელობა ახვლედიანის სახლში, სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში სცადა.

უფრო კონკრეტულად, მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, რიჟვაძემ, რომელიც ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, ფანჩატურიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში გაიტანა.

უწყება წერს, რომ ამის შემდეგ 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში მარტო დარჩენილმა რიჟვაძემ თვითმკვლელობის მიზნით, გულმკერდის არეში ისროლა.

რაც შეეხება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსისთვის წარდგენილ ბრალს,  ალექსი ახვლედიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით,” – წერია განცხადებაში. 

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, თორნიკე რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

banner
წინა სტატიაში6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
შემდეგი სტატიაბერდია კალანდია თენგიზ შარმანაშვილს-გიმასპინძლებთ, ხალხსაც შევხვდეთ და ბ@@@ რა არის, ისეთ სიტყვებს გაიგონებთ ხელისუფლებაზე, პოსტში კი არა, კომისიაზეც ვერ გაიმეორებთ