რიჟვაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე – თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ზეწოლასა და მოსყიდვასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს გამოეხმაურა.

როგორც რეჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ჩანაწერში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მისივე თქმით, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას თანაგუნდელებმა პატივი უნდა სცენ და მის სახელს მოუფრთხილდნენ.

„კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ამ ადამიანის ხსოვნა და მისი სახელის მოფრთხილება ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანაგუნდელები. წინასწარ დაანონსებული ჩანაწერების შინარსზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მერწუნეთ, რომ თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას”,- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი სააკაშვილზე – ორმაგი სტანდარტის ადამიანი უკრაინაშიც არ უნდათ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა