რიჟვაძე – კონსტრუქტორები და გეოლოგები შეისწავლიან შენობების მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება

ბათუმში, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ, კონსტრუქტორები და გეოლოგები შეისწავლიან შენობების მდგრადობას, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

„როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოებს, აქ მობილიზებული არიან როგორც კონსტრუქტორები, ასევე გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა შენობის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება.

ამასთან, დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების მიმართ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგომელაური – შეიძლება დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს
შემდეგი სტატიაბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება