რიჟვაძე – ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას ველოდებით

ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბათუმში, ევროპის მოედანზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება იზეიმეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა კახა კალაძეს. ის იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.

„ჩვენს პარტიას და მხარდამჭერებს ვულოცავთ ამ დამაჯერებელ გამარჯვებას, კახა კალაძეს თბილისის მერობას, მეორე ვადით არჩევას მივულოცავ. ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის.

მადლობა ჩვენს მოქალაქეებსა და მხარდამჭერებს, ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას ველოდებით“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის #17 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა
შემდეგი სტატიაEdison Research-ის ეგზიტპოლი თბილისში: ოცნება – 41%; ენმ – 31%; გახარიას პარტია – 7%