რიჟვაძე: გაყალბებულ ოქმებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აგებული კამპანია უსაფუძვლო აღმოჩნდა

გაყალბებულ ოქმებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აგებული კამპანია უსაფუძვლო აღმოჩნდა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მან მე-19 უბნის შედეგების გადათვლის ოქმი წარმოადგინა. მისი თქმით, მმართველ პარტიას რამდენიმე ხმა მოემატა.

„საუბნო და საოლქო კომისიებმა ყველა ძირითადი საჩივრის განხილვა დაასრულეს. განხილვების დროს, რომლებშიც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტიის ხმები მცირედით გაუმჯობესდა. ეს მიუთითებს, რომ ოპოზიციის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი აგებული იყო ე.წ. გაყალბებულ ოქმებზე, რაც არანაირად არ დასტურდება. ეს არის პირდაპირი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ბათუმის მე-19 უბნის ოქმის შესწორების შედეგად გამოიკვეთა, რომ მმართველმა პარტიამ იმაზე მეტი ხმა მიიღო, რაც ოქმებში პირველად იყო დადასტურებული იყო“, -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, როგორც რიჟვაძე ამბობს, განხილული და დაკმაყოფილებული იყო საარჩევნო ოლქში შესული ყველა საჩივარი, რომლის განხილვის იურიდიული საფუძველიც არსებობდა. მისივე თქმით, თუკი ვინმეს აქვს კითხვები, ისევ შეუძლია მიმართოს კომოსიას, შემდეგ ეტაპზე კი სასამართლოს. რიჟვაძე ასევე აცხადებს, რომ უბნის გადათვლის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ხმები დაკარგული არ არის.

„იცით, აჭარაში ამომრჩეველი ხმას ოთხი ბიულეტენით აძლევდა და პირველად ოქმებში კონსოლიდირებული მონაცემები იყო, შესწორების გასაჩივრების შემდეგ გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტიის ხმები მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ის ტენდენცია, რაც არის ამ შესწორებების შედეგად, არის ცხადი, რომ არც ერთი ხმა არ დაკარგულა“,- აღნიშნა რიჟვაძემ.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ქართველების მკვლელ ტრაპიზონიანს სომეხი ბოევიკები ყარაბაღში მიჰყავს
შემდეგი სტატია„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის ანძაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს