ბუკა პეტრიაშვილი “ფეისბუქზე” წერს, რომ თორნიკე რიჟვაძე, სავარაუდოდ, გადარჩება და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თავიანთი საქმე აქვთ გასაკეთებელი და საჭიროა რეალური მოქმედების გეგმის წარმოდგენა:
“ერთადერთ რამეს ვიტყვი: ეს საკადრო ცვლილებები, ბიზნესმენების დაბარება/დაჭერები კი მიუთითებს შიგნით არსებულ რყევებზე, გარჩევებზე, გადანაწილებებზე, მაგრამ ახლა იმის ილუზიაშიც ნუ გადავვარდებით, რომ აი ჩვენ დავიწყობთ გულზე ხელს, მოვიმარაგებთ პოპკორნებს და ტვ-ში ვუყურებთ ოცნების ჩამოშლას!!!!
ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ! დაიდოს რეალური მასშტაბური წინააღმდეგობის სამოქმედო გეგმა (არ მჭირდება მე ქოცების ველზე შესულების ლანძღვა-გინების გრაფიკი და ყოველ დღე სმენა);
პატიმრების ოჯახები აგრძელებენ ბრძოლას და აქვთ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკოსების იმედი! როგორც ვატყობ, ეს რიჟვაძე გადარჩება და ძალიანაც კარგი!
დანარჩენი უკვე სულ ყვითელი ამბებია! იტყვის არ იტყვის – გვირილას ნუ მოვაწყობთ!
ასე რომ, ბოლომდე!”, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.



















