რიჟვაძე: აჭარაში მზად გვაქვს 350 საწოლი და სასტუმროს 400-ზე მეტი ნომერი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარაში კოვიდინფიცირებულებისთვის 350-ზე მეტი საწოლია მობილიზებული იმ პაციენტებისთვის, ვისაც კლინიკაში მეთვალყუერობა დასჭირდება.

მისივე განცხადებით, ასევე ამოქმედებულია პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, უსიმპტომო პაციენტებს კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობენ. რიჟვაძე ამბობს, რომ ამ მიზნით კონტრაქტები გაფორმებულია და გამოყოფილია 400-ზე მეტი ნომერი.

რიჟვაძის თქმით, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის გარდა, სწავლა 1-ლ ოქტომბრამდე გადაიდება ხულოსა და შუახევშიც.

დღეს, 14 სექტემბერს აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 13 სექტემბერს – 88;

როგორც აჭარის, ისე ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, არ იგეგმება აჭარის ან ბათუმის ჩაკეტვა, ასევე, საგანგებო მდგომარეობის ან სრული კარანტინის გამოცხადება.

banner
წინა სტატიაში“მთავრობის პოლიტიკა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყოველთვის იყო თანმიმდევრული “
შემდეგი სტატიასოფლებთან: მატანი, ზოდი, ჩხაკაურა და ქიწნისი საკონტროლო პუნქტები მოეწყო