ბრიტანული დაზვერვა: მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი რუსებმა ჩამოაგდეს

ბრიტანული საიდუმლო სადაზვერვო სამსახური ,,MI-6,, დარწმუნებულია, რომ მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი რეისით MH17, რომელიც 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს, რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინაში შეტანილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Бук-ით იქნა ჩამოგდებული და ეს დანადგარი რუსმა სამხედროებმა ისევ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანეს.
,,ეჭვგარეშეა, რომ Бук-ი უკრაინის ტერიტორიაზე შეტანეს რუსმა სამხედროებმა და მათვე გაიტანეს ეს დანადგარი უკან რუსეთში,, ნათქვამია სპეცსამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
Bellingcat ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიებით კი, ,,ბოინგის,, ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ოპერაციაზე მთავარ დამნაშავე ფიგურად, მიჩნეულია რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი ტკაჩოვი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 17 ივლისს, მალაიზიური ავიახაზების ჩამოგდების შედეგად ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია: გინება სახელმწიფო კაცს არანაირად არ ამკობს
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, 52 წლის ქალი დააკავეს