რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დააყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა სირიაში С-300-ს ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები გააგზავნა…
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, საზენიტო კომპლექსები ტარტუსის საზღვაო ბაზისა და მის სიახლოვეს ზღვაზე მყოფი გემების ჰაერიდან დასაცავად გაიგზავნა… თუმცა უწყებას არ დაუკონკრეტებია ვისგან დასაცავად…
საქმე იმაში გახლავთ, რომ სირიაში რუსეთ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლ არც ისლამისტებს და არც ოპოზიციურ ძალებს საჰაერო თავდასხმის არანაირი საშუალება არ ჰყავთ და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია… ერთადერთი ვის წინააღმდეგაც შესაძლებელია ამ კომპლექსების გამოყენება, კოალიციური ძალების ავიაციაა… რასაც როგორც ჩანს პუტინ-ასადის დუეტი აარ გამორიცხავს.