რისთვის ასამართლებს რუსეთის პროკურატურა გიორგი ბარამიძეს?!

x

საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერმინისტრს, გიორგი ბარამიძეს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძოდა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ. ამის სესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე, დაუსწრებლად განსახილველად, სასამართლოს უკვე გადაუგზავნა.

უწყების ცნობით, გიორგი ბარამიძემ იარაღით რამდენიმე ფოტო გადაიღო და სპეციალური სამხედრო ოპერაციების ზონაში ყოფნისთვის 238 000 რუბლზე მეტი ფულადი ჯილდო მიიღო, ორი თვის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.

მედია წერს, რომ გამომძიებლების ინფორმაციით, ბარამიძე უკრაინაში დაქირავებული მეომრის რანგში 2022 წლის თებერვალში ჩავიდა, სადაც ის ქართულ ეროვნულ ლეგიონს შეუერთდა.

banner
წინა სტატიაში“ელისაშვილი არც “ლელოს” წევრია და არც “ალდესი” – როგორ უპასუხა პაპუაშვილს “ლელომ?!”
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი იმ რეპრესეიებზე, რომლებსაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ” – პოლიტოლოგი