რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.

„ამ არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა“, – აღნიშნა სუნაკმა და დასძინა, რომ პარტიის ლიდერს, კირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.

„დღეს ძალაუფლება მოწესრიგებულად და მშვიდობიანად შეიცვლება. ეს არის ბრიტანელი ხალხის მიერ გამოტანილი განაჩენი ჩვენს გამოსაფხიზლებლად. ბევრი რამ არის სასწავლი და დასაფიქრებელი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დანაკარგზე“, – განაცხადა სუნაკმა.

ეგზიტპოლის მიხედვით, „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ვადამდელ არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი კირ სტრამერი გახდება.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლიას სპეცრეპორტაჟი წალენჯიხიდან
შემდეგი სტატიაესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვიქტორ ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს