რიში: ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიაზე დააბრუნოს

“ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიაზე დააბრუნოს”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ს სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯეიმს რიში, საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილის შეთანხმებას.

რიშის თქმით, ორივე მხარემ აჩვენა ლიდერობა და გამბედაობა თავიანთ ძალისხმევაში, რომ კომპრომისზე წავიდნენ თავიანთი ქვეყნისა და ყველა ქართველის სასარგებლოდ

“ორშაბათის პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რამაც ქვეყანა თვეების განმავლობაში მოიცვა. მოხარული ვარ, რომ ვხედავ, შეთანხმება მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, რეზოლუციას ორი დაპატიმრებულ ოპოზიციონერზე და გარანტიას, რომ ოპოზიცია პარლამენტს შეუერთდება. ორივე მხარემ აჩვენა ლიდერობა და გამბედაობა თავიანთ ძალისხმევაში, რომ კომპრომისზე წავიდნენ თავიანთი ქვეყნისა და ყველა ქართველის სასარგებლოდ და ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიაზე დააბრუნოს.

ამ მოლაპარაკებების პროცესში მადლიერი ვარ ევროკავშირის ლიდერობის და ელჩი დეგნანის მეთაურობით აშშ-ს საელჩოს დაუღალავი მუშაობის.

კომპრომისის მოძებნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შეთანხმების გამძლეობის ნამდვილი ტესტი მისი განხორციელება იქნება. ორივეს – ქართულ ოცნებას და ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას ეს შეთანხმება წერილობით და ასევე სულიერად, და რომ აღადგინოს პოლიტიკური ნდობა. როგორც მრავალჯერ მაქვს ნათქვამი, საქართველომ უნდა გადაუხვიოს პოლიტიკური დევნის (გზიდან) და ძლიერი, წარმატებული საქართველოს მშენებლობისკენ წავიდეს. ეს ქვეყანას ამ მიმართულებით წაიყვანს, თუმცა აშშ, მათ შორის საქართველოს მეგობრები აშშ-ს კონგრესში, დიდი ყურადღებით (ადევნებენ თვალს_”.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხოჯევანიშვილი: პარლამენტის თითოეული წევრი უნდა გამოხატავდეს ხალხის ინტერესებს
შემდეგი სტატიათალაკვაძე: მელიას გადასაწყვეტია, დაეთანხმება თუ არა ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფას