რის წინააღმდეგაც არის კარასინი, ის არის კარგი საქართველოსთვის – ბოკერია

ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებს

ნატოში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს რუსეთი ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ეს პროგრესი ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაამხოს – აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გრიგორი კარასინის განცხადებების შეფასებისას. ბოკერიას შეფასებით, რუსეთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში იცის, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ვეღარ დაემუქრება. მისივე განცხადებით, საქართველოს არ ჰყავს ისეთი ხელისუფლება,რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე თანმიმდევრულად იმოქმედებს.

“როცა კარასინი ან ვინმე რუსთის ფედერაციიდან რამის წინააღმდეგ გამოდის, შეგვიძლია, ძალიან მშვიდად დავასკვნათ, რომ რის წინააღმდეგაც ის არის, არის კარგი საქართველოსთვის. ცნობილი გამოთქმა რომ გადავაკეთოთ: რის წინააღმდეგაც არის კარასინი, ის არის კარგი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ნატოში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს რუსეთი ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ეს პროგრესი ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაამხოს – ეს არის მათი ამოცანა. ნატოს წინააღმდეგი არიან არა იმიტომ რომ საფრთხეს ხედავენ საქართველოსგან, როცა ის ნატოს წევრია, ნატოს წევრობა არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული, ნატოში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგი არიან, რადგან ეს შეზღუდავს მათ შესაძლებლობას, რომ ჩვენს თავისუფლებას დაემუქრონ. ამიტომ არის ეს ჩვენთვის კარგი. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ გზაზე იმოქმედებს თანმიმდევრულად და გააზრებულად,“-აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
შემდეგი სტატია„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, მოვუწოდებთ საელჩოებს ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს“ – საპატრიარქო ლგბტქი პრაიდის შესახებ განცხადებას ავრცელებს