რის სათხოვნელად მივიდნენ თოფაძე-ტყემალაძე ივანიშვილთან

thumb-0ca562d06a2c68301587936d61c4e22aრა ხდებოდა კულუარებში მაშინ, როცა ბიუროზე „უბლოკო სტატუსის“ განხილვა ჩავარდა  

 

საზოგადოებას „ცენტრისტების“ სკანდალური კლიპი მონელებული არ ჰქონდა, ახალი „მეტეორი“ რომ დაატყდა თავს – ნინო ბურჯანაძის გუნდი გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს „უბლოკო სტატუსის“ შესახებ სპეციალური ჩანაწერი გაკეთდეს კონსტიტუციაში, ანუ ქალბატონი პოლიტიკოსი ითხოვს, კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი არ გახდება. „არც ერთში“ ძირითადად ნატო-ს ალიანსი იგულისხმება, თორემ იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი სპიკერი რუსეთის პოლიტიკურ ვერტიკალთან თავის კეთილმეგობრულ ურთიერთობას არ მალავს, იმ შემთხვევაში, თუ მოხდა და მმართველობით რგოლში მოვიდა, ჩვენს ბედკრულ სამშობლოს, , ალბათ, სიამოვნებით გააერთიანებს ევრაზიულ კავშირში, მაგრამ მოგეხსენებათ, სასწაულები არ ხდება, მით უმეტეს, პოლიტიკაში.

იმისათვის, რომ უბლოკო სტატუსი კონსტიტუციით განისაზღვროს, სულ ცოტა, პარლამენტის ნებართვაა საჭირო. ეს პროცედურები ქალბატონმა ნინომ კარგად იცის. ამიტომ, თავისი ინიციატივის შესახებ უმაღლეს საკნანონმდებლო ორგანოს მიმართა. ნებისმიერ საკითხს, რაზეც დეპუტატები უკვე პლენალურ სხდომაზე მსჯელობენ, ჯერ ბიურო განიხილავს. ამ შემთხვევაშიც, ასე უნდა ყოფილიყო, ანუ იმ ინიციატივაზე, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, პარლამენტის ბიუროს უნდა ემსჯელა, მაგრამ ბიუროს რომ ემსჯელა, ამისთვის ქვორუმი იყო საჭირო და აი, აქ მოხდა ის, რასაც „ნეიტრალისტისტები“ ალბათ, არ ელოდნენ _ ბიუროზე ქვორუმი არ შეიკრიბა.

სხვათა შორის, ამავე დღეს, ბიუროს დავით უსუფაშვილის წინადადებაც უნდა განეხილა, რომელიც ასევე, კონსტიტუციას ეხება, უფრო კონკრეტულად, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი და ამავე დროს, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ითხოვს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველოს საგარეო კურსი არის ევროატლანტიკური.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საინტერესო ის არის, თუ რატომ არ შედგა ქვორუმი და მაშინ, როცა ბიუროს სხდომა ვერ ჩატარდა, კულუარებში რა ხდებოდა.

„ამბავი, რასაც ახლა მოგიყვებით, ადამიანობას გეფიცებით, „ცვეტში“ მოხდა, – ასეთი სლენგით დაიწყო საუბარი „თაიმერთან“ ჩვენმა მოსაუბრემ, – რომ დაინახეს, რომ უმრავლესობის წევრები ბიუროზე არ მიდიოდნენ, გამოსავლის ძებნა დაიწყეს და ზუსტად გეუბნებით, გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე მაშინვე „შუშის სასახლეში“ გაქანდნენ, უნდოდათ, ივანიშვილს შეხვედროდნენ და ეთხოვათ, რომ მას დაეძალებინა უმრავლესობის წევრებისთვის ბიუროზე მისვლა, მაგრამ ივანიშვილმა ტყემალაძესთან და თოფაძესთან შეხვედრა არ ისურვა. ამის პარალელურად, ბურჯანაძის ხალხი საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან რეკავდა და ეუბნებოდა, რომ ეაქტიურათ, ანუ მედიის სხვადასხვა საშუალებას დაკავშირებოდნენ და გაეკეთებინათ მოწოდება-განცხადებები, რომ დიახაც, კონსტიტუციაში უნდა ეწეროს, რომ საქართველო არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი არ გახდებაო, მაგრამ არც ამ გეგმა „ბ“-მ იმუშავა,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომლის მონაცემებითაც, თითქმის ყველა ცნობილმა სახემ, ვისაც სთხოვეს, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მიეღო მონაწილეობა, უარი განაცხადა, ნეიტრალიტეტის მხარდამჭერ განცხადებას არ გავაკეთებო.

cms-image

„შუშის სასახლეში“ სტუმრობით რომ არაფერი გამოვიდა, როგორც მე ვიცი, არაოფიციალური მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან, გია ვოლსკისთან დაიწყო, ანუ მას ეუბნებოდნენ, რომ „მეოცნებეებისთვი“ „მესიჯები“ივანიშვილის სახელით დაეგზავნა და ბიუროს სხდომაზე მისვლა ებრძანებინა, მაგრამ შეიძლება, არ დაიჯეროთ და, ამ შემთხვევაში, ვოლსკი ძალიან კაცურად მოიქცა, მან პირდაპირ თქვა, რომ ამას არ გაკეთებდა, რადგან არჩევნების წინ „უბლოკო სტატუსზე“ ლაპარაკი „ქართული ოცნების“ იმჯზე უარყოფითად იმოქმედებდა და მის ისედაც დაწეულ რეიტინგს კიდევ უფრო დაწევდა,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც „ცენტრისტების“ სკანდალსაც ეხება.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ვიღაც-ვიღაცებმა სრული შოკი მიიღეს, როცა „ცენტრისტების“ აკრძალვის მოთხოვნით დეპუტატები გამოვიდნენ.

„როგორც მე ვიცი, გათვლა ასეთი იყო: რასაკვირველია, ხვდებოდნენ, რომ „ცენტრისტების“ კლიპი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის აღშფოთებას გამოიწვევდა და ელოდნენ კიდეც, რომ ამ ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციები გაპროტესტებდნენ, მაგრამ ზოგადად, იცით, როგორ არის? – „ენჯეოების“ აქტიურობას დიდი ყურადღებას მაინცდამანც არ აქცევენ. ალბათ, თქვენც ხედავთ, რომ მუდმივად მიდის იმის პედალირება, რომ გავლენიანი არასამთავრობოები დასავლეთიდან ფინანსდებიან, ანუ ხალხს აჯერებენ, მათ დავალება აქვთ, რომ ქართველობას შეუტიონო. ეს იმიტომ კეთდება, რომ ხალხს მესამე სექტორის მიმართ აგრესია გაუჩინონ და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება არ შეიქმნას. არადა, ნებისმიერი პროცესის შემობრუნება სწორედ სამოქლაქო საზოგადოებას შეუძლია. მოკლედ, არასამთავრობოების ხმაურისთის მზად იყვნენ და ის ტექსტებიც ვიცი, რასაც იტყოდნენ, ხომ ხედავთ, მარტო ეს სოროსისგან მოსყიდული „ენჯეოშნიკები“ აპროტესტებენ, თორემ ხელისუფლებას საწინააღმდეგო არაფერი აქვსო, მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობაშიც არიან ჭკვიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ რუსული პენსიის და პასპორტის დარიგების, ასევე, რუსული ბაზების შემოყვანის მოთხოვნა, მინიმუმ, არაპატრიოტულია. ჰოდა, გამომდინარე აქედან, მოხდა ის, რაც მოხდა – იგივე ვოლსკი და „ოცნების“ სხვა დეპუტატებიც გამოვიდნენ ინიციატივით, რომ „ცენტრისტების“ აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემრთათ. აი, ამას კი აღარ ელოდნენ და გეგმაც ჩიშალა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც იმასაც გვეუბნება, რომ სცენარის მიხედვით, ხმაური დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო და ამასობაში, პარლამენტი მსჯელობას „უბლოკო სტატუსზე“ დაიწყებდა და ამ საერთო აჟიოტაჟის ფონზე, ამ საკითხს ყურადღებას არავინ მიაქცევდა და შეიძლება, უცებ აღმოგვეჩინა, რომ კონსტიტუციაში შესულია შესწორება, რომელიც საქართველოს ნებისმიერი სამხედრო ალიანსის წევრობას უკრძალავს.

„არ მგონია, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასეთი შეტევები, სავარაუდოდ, გახშირდება. მოვლენათა განვითარების ჯაჭვს რომ ვაკვირდები, პირადად მე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთის ინტერესების დამცველი ადამიანები უფრო რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ და მაგალითად, ქუჩის აქციები დაიწყონ, ანუ ყველაფერი გაკეთონ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურობის ფონი შეიქმნას. ამიტომ, სწორედ ახლა არის საჭირო ხალხის კონსოლიდაცია დ ერთად დგომა,“ – ამბობს „თაიმერის“ ანალიტიკოსი, რომელიც თავის ვინაობას არც ამჯერად ასაჯაროებს.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშილევან იზორია გონიოს სანაპიროსთან მყოფ თურქულ ხომალდზე იმყოფება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა მაჟორიტარობის კანდიდატები ქვემო ქართლში წარადგინა