,,რის და ვის იმედად ვამცირებთ ჯარს? მტერი საკმარისი გვყავს…,,

მე დაგეხმარებით და გეტყვით ვინ არის გამავრცელებელი და სად ინახება შსს- ში დაკოპირებული ფაელები
დავით მარტიაშვილი

,,18 ნოემბერს ჭაღალიძის (,,ისლამური სახელმწიფოს,, წევრი) მორიგ მუქარას მწვავე კომენტარი მოვაყოლე, ხოლო დღეს კი – ერთ-ერთი ქართველი (მიჭირს მას ქართველი ვუწოდო ამის მერე) მწერს შენ რა გაწუხებს, შენზე პოპულარული რომ არიო? ანუ ქართველი ადამიანს, რომელიც ლამის ყოველ დღე ამოჟლეტვით გვემუქრება მას უწოდებს პოპულიარულს და მე მაქილიკებს… რა არის ეს ხალხო? ჩვენი წინაპრების შთამომავლებს საერთოდ დაგვეკარგა აზროვნების უნარი?! მე მესმის, რომ ეს სიტუაცია რუსეთუმეების წისქვილზე ასხამს წყალს… ,,ვოვა დაგვიცავს,,… არავინაც არ დაგვიცავს საკუთარი თავის გარდა.
დღეს ნახევარი ცივილიზებული სამყარო თავდაცვის რეჟიმშია გადასული, ხოლო მეორე ნახევარი თავდასხმისათვის ემზადება…  რას ვაკეთებთ ჩვენ, ქვეყანა, რომელსაც გვემუქრებიან? ნუ გონიათ, რომ ეს მარტო ჭაღალიძის ნაბოდვარია…
გამოხტა რუსებს შეტენილი ლევან (ფაშა) მამალაძე და მოუწოდა ხელისუფლებას… განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეთ უკრაინაში საბრძოლველად წასული ქართველებიო…
ფაშა ბოდიში ……  შე ნაძირალა! ესე იგი,  ვციტირებ ამ ახ….ს სიტყვებს … მაგათ სააკაშვილი ,,ისლამურ სახელმწიფოში,, აგზავნისო, ესენი იქ რჯულს შეიცვლიან ხალიფას ერთგულებას შეფიცებენ და ჩამოვლენ და ,,ვილაეთ გურჯისტანის,, შესაქმნელად იბრძოლებენო.
სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ რაიმე დავარქვა ამას… განა ესეთი რა გაგიკეთეს იმ რუსეთში, რომ ამისთანა მოაბოდიალე?! შენგან განსხვავებით ფაშა, მე ბავშვობიდან საქართველოს ვიცავ და სანამ პირში სული მიდგას მუდამ დავიცავ… არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, ფუფუნება და ძალა, რომ ის რაც შენ იბოდიალე იმის გამო,  ან მე ან აქ მებრძოლმა ბიჭებმა იდეას უღალატონ… ჩვენი იდეა კი – შენგან განსხვავებით საქართველოა.
ამიტომ ვართ საცოდავ დღეში შენაირ ნაძირლებს ხმას რომ აღებინებინებენ.
1997 წელს მოსკოვში, ახალ არბატზე კაზინო “მეტელიცაში” შეგხვდი.  ქართველ მეგობარს ვახლდი, ერთ-ერთ პრივატ მაგიდასთან იდევი და დახვავებული გედო ათეულ ათასი დოლარის ,,ფიშკები,, (რათქმაუნდა ხელფასი გექნებოდა აღებული) რაღაცას ვერ არკვევდი და აქეთ იქეთ ეკითხებოდი ხან კრუპიეს და ხან მოთამაშებს… მოვიდა ჩემი მეგობარი და მიგითითა რაც უნდა გექნა… ქართულის გაგონებაზე მუჭებით იყარე ჯიბებში ,,ფიშკები,, და გაქრი… ჰა ფაშა, ხომ არ მოვიტყუე?
არჩევნებზე ქვემო ქართლში გატაცებული ურნები და მერე შენგან ფულში გადაყრილი ვეტერანები, ჰა ფაშა… ამასაც ხომ არ ვიტყუები? ჩემი თავჯდომარეობის მერე მოხდა ეგ, თორემ ჩემ დროს ეგ გამორიცხული იყო.
ამიტომ შენნაირი ნაძირალა რომ ჩვენ ჩირქს მოგვცხებს სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
გამიგრძელდა შენზე სიტყვა ან ამდენის ღირსად რომ ჩაგთვალე… საცოდავი მამა აბრამის ბატკანი.
ხალხო ჩემი მოგონილი არ არის, რომ თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისათვის. ლამის მთელი მსოფლიო ამას აკეთებს, ხოლო ჩვენ, განსჯაში ვართ – მთავრობა პრემის იღებს თუ დანამატს?
მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ვიცნობ ერთ კარგ ეკონომისტს ვინც ,,ქართულ ოცნებას,, პროგრამა დაუწერა… ბატონ დემურ გიორხელიძეს და ვთვლი კიდევაც თავისი საქმის კორიფეთ.
ბატონო ბდემურ ჩემი თხოვნა იქნება დაიანგარიშოდ რა უჟდება ბიუჯეტს წლიურად ხელისუფლების პრემიები, დანამატები თუ სხვა რაღაც ჯანდაბები თავისი ავტო ფარეხებით და ნოდარის მწვადებით… და რა უჯდება ბიუჯეტს ერთი ქვეითი ბრიგადის შენახვა! იმედია ეს პოსტი თქვენამდე მოაღწევს და არ დამზარდებით.
ახლა ავხსნი თხოვნის შინაარსს… ხალხო ევროპა უსაფრთხოების ყველაზე მაღალ საფეხურზეა გადასული, უკრაინამ მოახერხა და არაფრიდან ერთ წელიწადში 200 000-ანი არმია შექმნა… საერთოდ არ ყავდათ ჯარი. ჩვენ ამ ფონზე ვამცირებთ ჯარს და ჯარისკაცებს კონტრაკტს აღარ უგრძელებთ… რის და ვის იმედად? მტერი საკმარისი გვყავს... ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ საქართველოში, სამცხე ჯავახეთში ,,ჩათლახიანის,, პატრონები ,,ჩათლახიანების,, დაცვის მიზნით შემოსვლას არ მოერიდებიან (აზერბაიჯანიც მოვიმდურეთ) ამ შემთხვევაში აბა გამოიცანით ტერორისტი ვოვა ვის დაუჭერს მხარს?
შემცირება არა და უსაფრთხოების გაზდა საჭირო ხალხო! ჩემი აზრით, ის ასეულობით მილიონები რასაც ხელისუფლება სანსლავს წლიურად, გასაუქმებელია და რამოდენიმე ახალი ბრიგადა ჩამოსაყალიბებელი… სანამ დრო კიდევ გვაქვს. სხვისა იმედად ყოფნამ დაგვანახა ერთხელ შედეგი… მოკლედ მე ჩემი პირადი აზრი და ტკივილი გამოვთქვი და გთხოვთ ვისაც შეგწევთ უნარი, გინების გარდა, ჯანსაღი პაექრობა გავმართოთ ამ თემაზე,, წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი გვარდიის ვეტერანთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, ვიცე-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში მედიამ სპეცოპერაციის გაშუქება შეწყვიტა…
შემდეგი სტატიაბრიუსელში სპეცოპერაცია დასრულდა