რიოში ჟურნალისტების ავტობუსს თავს დაესხნენ

რიოში ჟურნალისტების ავტობუსს თავს დაესხნენ

999 (1)ზაფხულის ოლიმპიადის ქალაქში, გუშინ საღამოს, ჟურნალისტების ოფიციალურ ავტობუსს ქვები დაუშინეს. ორი ქვა ავტობუსის შუშას მოხვდა და ჩაიმსხვრა. ავტობუსში მჯდარი 12 ჟურნალისტიდან სამი დაშავდა.
ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერმა მარიო ანდრადამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია, ავტობუსის შუშა ქვამ ჩატეხა თუ ტყვიამ.
ინციდენტის შემდეგ, დღეს, ჟურნალისტების ავტობუსს სამხედროების კორტეჟი აცილებს – ბრაზილიური მედია წერს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაში(ფოტო) წალენჯიხის გამგებლის გადადგომას თანამშრომლები ტირილით შეხვდნენ
შემდეგი სტატიათურქეთის სამხრეთ-დასავლეთით აფეთქებას სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა