რიოში საფეხბურთო კლუბში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 9, 2019 00:11

რიოში საფეხბურთო კლუბში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

რიო-დე-ჟანეიროში ცეცხლი გაუჩნდა სპორტულ საწვრთნელ ცენტრს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ფლამენგოს” ეკუთვნის – ერთ-ერთ უმსხვილეს გუნდს ბრაზილიაში. ცეცხლი კლუბის ახალგაზრდული ნაკრების საერთო საცხოვრებელს გაუჩნდა. 10 ადამიანი დაიღუპა – “ბიბისი” წერს. ყველა დაღუპული ახალგაზრდული გუნდის წევრია. ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
“ფლამენგო” ბრაზილიაში ყველაზე პოპულარული გუნდია. მათი გულემატკივრების რაოდენობა 44 მილიონამდეა. გუნდმა არა ერთხელ მოიპოვა ბრალიზიის ჩემპიონის ტიტული და კონტინენტის პირველობა მოიგო.

საწვრთნელი ცენტრი ორი თვის წინ, კაპიტალური რემონტის შემდეგ გაიხსნა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 9, 2019 00:11

დღის ფოტო

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,125
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics