რიოში, ნარკოდაჯგუფებების წინააღმდეგ სპეცოპერაციის დროს, მინიმუმ, 132 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში პოლიციის მიერ ნარკოდაჯგუფებების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 132 ადამიანი. ინფორმაციას ბრაზილიის სახალხო დამცველი ავრცელებს.

შტატის პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი ნარკოდაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდები ორი თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მიზნად ისახავდა ეჭვმიტანილების ტყიან ფერდობზე გადაყვანას, სადაც მაც სპეციალური ოპერაციების რაზმი ჩასაფრებული ელოდებოდათ.

მასშტაბურ ოპერაციაში უშიშროების 2 500 თანამშრომელი და 32 ჯავშანტრანსპორტიორი მონაწილეობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეს იყო ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელიც აქამდე ჩატარებულა.

რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფმა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ექსპერტმა გააკრიტიკა “სამხედრო ტიპის რეიდის შედეგად გამოწვეული დიდი მსხვერპლი”.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ბრაზილიის პოლიციის რეიდების უკიდურესად ლეტალურობის ტენდენციას მარგინალიზებულ თემებში.

banner
წინა სტატიაშიგახარიას პარტიამ პარლამენტში შესვლით აკრძალვისგან გადაირჩინა თავი
შემდეგი სტატიათბილისში დიდი რაოდენობით “მეტადონი” ამოვიღეთ, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაკავებულია – შსს