რიოს სანაპიროზე ბელგიელი ძიუდოისტი ცემეს

ბელგიელი ძიუდოისტი დირკ ვან ტიხელტი, რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას სანაპიროზე ცემეს – ინფორმაციას ამის შესახებ Sportza.be ავრცელებს.
სპორტსმენი რიოს ოლიმპიადაზე 73 კილო წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. გამარჯვების აღსანიშნავად მეგობართან ერთად სანაპიროზე გავიდა, რომელსაც მალე მობილური მოპარეს. ოლიმპიელი ქურდს გაეკიდა, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია.
საბოლოოდ, 32 წლის ბელგიელმა ჯერ პოლიციას და შემდეგ ექიმებს მიმართა, რომელთა თქმითაც, მას სერიოზული ტრავმები არ აღენიშნება.
მოხდა თუ არა დამნაშავის დაკავება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიფაგების გამოყენება თევზის დაავადების ბაქტერიებს გაანადგურებს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: პრეზიდენტი თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე