რიონმა გამორიყა კასრი, რომელშიც დამწვარი მამაკაცის გვამი აღმოჩნდა

Crime Scene

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშთან, მდინარე რიონმა კასრი გამორიყა, რომელშიც მამაკაცის გვამი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დამწვარი იყო. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შსს-ში აცხადებენ, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისანტა-ფეს მსროლელს ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს
შემდეგი სტატიაბათუმში თევზაობისას 2 არასრულწლოვანი დაშავდა