“რიონის მცველები” “ენკას” ავტომობილებს გზას დღესაც ჩაუკეტავენ

დილიდან რიონის ხეობის მცველები გუმათის შესასვლელთან, კომპანია “ენკას” ბაზის ტერიტორიაზე
არიან შეკრებილები. რიონის ხეობის მცველთა აქციის მიზანია, რომ ტერიტორიაზე “ენკას” კუთვნილი არცერთი ავტომობილი შევიდეს.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უწყვეტი პროტესტი გრძელდება და დაშლას არ აპირებენ.

“ჩვენ გადავუკეტავთ გზას ნებისმიერ სპეცტექნიკასა და კომპანია ” ენკას” კუთვნილ ავტომობილებს. მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება… სახელმწიფო პოლიციის ხელით აგრძელებს რეპრესიებს მოქალაქეების მიმართ ნაცვლად იმისა, რომ ანგარიში გაუწიოს ხალხის ხმას”,- თქვა რიონის ხეობის მცველმა, კახა ასათიანმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკთან პარტნიორობით ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა გაიმართება