რიონის ხეობა ისევ ბლოკირებულია

რიონის ხეობა ისევ ბლოკირებულია. გუმათთან პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცრაზმია მობილიზებული. ასევე ადგილზე არის წყლის ჭავლის მანქანა.რიონის ხეობის მცველები საპროტესტო აქციას 12 საათზე დაიწყებენ.

აქციის მონაწილეები საკუთარ პოზიციას არ ცვლიან და ხეობიდან ინვესტორის გასვლას ითხოვენ. ხეობაში გზა დაკეტილია და შიგნით არავის უშვებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოების მიზნით რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაგოგი ჩიხლაძე: ასეთი ზარი ჩემს მიმართ “უფრო მკაცრ” ორგანოებსაც არ უკადრებიათ-რა ხდება მარტვილში?!