რიო-დე-ჟანეიროს სასტუმროში, სადაც ოფიციალური სტუმრები ცხოვრობენ, მოხდა აფეთქება

ყრუ აფეთქების ხმა გაისმა დღეს თბილისის დროით დილის 7 საათზე სასტუმრო Excelsior-ში, სადაც XXXI-ე ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სტუმრები ცხოვრობენ, მათ შორის არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე შალვა გოგოლაძე. სასტუმრო მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროს სანაპირო ზოლში. ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიცია და სამაშველო სამსახური.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დაკარგული ყაზახი ტურისტის გასათავისუფლებლად უცნობი პირები გამოსასყიდს ითხოვენ
შემდეგი სტატია“დღეს არის ჭიდილი “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის, რომელი გააკონტროლებს საკონსტიტუციო სასმართლოს”