რიმა ბერაძე: თბილისი სულ უფრო ემსგავსება ევროპულ ქალაქს და ეს პროცესი კახა კალაძის მერობის პერიოდში შეუქცევადი გახდება

თბილისი სულ უფრო ემსგავსება ევროპულ ქალაქს და ეს პროცესი კახა კალაძის მერობის პერიოდში შეუქცევადი გახდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიმა ბერაძე სოციალურ ქსელში წერს და კალაძეს მხარდაჭრას უცხადებს.

„კახა კალაძემ არა მხოლოდ ახლა, არამედ მთელი განვლილი ცხოვრების განმავლობაში დაამტკიცა, რომ მისი მტკიცე და სამართლიანი ხასიათის გამო, აქვს უნარი ღირსეულად გაუძღვეს ქალაქის პრობლემებს.

ის არის მტკიცე, შეუპოვარი და თავის ხალხზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებს, რომ აქვს გამოწვევებთან გამკლავების განსაკუთრებული უნარი და მოქმედებს მუდამ ხალხის ინტერესებით.

კახა კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მთავრობის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკა თბილისის ყველა უბანს ეტყობა: ქალაქში გაჩნდა უამრავი მწვანე სივრცე, მოწესრიგდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისი სულ უფრო ემსგავსება ევროპულ ქალაქს და ეს პროცესი კახა კალაძის მერობის პერიოდში შეუქცევადი გახდება.

მჯერა, რომ მერობის ჩვენს კანდიდატს მეტი პოტენციალი აქვს. ის ქალაქის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე წარმატებული მერი, რომელიც თავისი წარმატების ხელწერას დატოვებს დედაქალაქში.

ვამაყობ, რომ მის მხარდამხარ მიმუშავია დედაქალაქში მიმზიდველი გარემოსა შესაქმნელად და მჯერა, რომ კიდევ ბევრი საინტერესო საქმე წინ გვაქვს!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი იქნება
შემდეგი სტატიასაპატრიარქო – ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი