რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

















