რიკოთის უღელტეხილზე ამ წუთებში ძლიერად თოვს. როგორც რიკოთიდან “თაიმერის” კორესპონდენტი იუწყება , აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის სავალი ნაწილი თოვლით დაიფარა უკვე. თუმცა ავტოტრანსპორტის გადაადგილება ჯერჯერობით შეუფერხებლად ხორციელდება. გზის გარკვეულ ნაწილებში საცობებიც შეინიშნება.
თოვს ასევე ხაშურში, სურამსა და რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე.ჯერჯერობით გზებზე გაწმენდითი სამუშაობი არ მიმდინარეობს.