რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა გამკაცრდა

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გარდა 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობაც აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშითბილისში 2 მოზარდი დაჭრეს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა