რიკოთის გვირაბთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

რიკოთის გვირაბთა ღამით მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულებიდან 2 ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს და გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიდღეს ნინოობაა
შემდეგი სტატიათბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა