რიყის პარკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო შეკრება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების 5 წლის თავს ეძღვნება.
ადგილზე პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები და მოქალაქეები არიან მობილიზებულნი. რიყის პარკში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც.
აქციის მონაწილეებს სიტყვით პარტიის ლიდერები მიმართავენ და სამომავლო გეგმებსა თუ პოლიტიკურ მოთხოვნებზე საუბრობენ.








