რიყის პარკში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

რიყის პარკში დაცული ტერიტორიების საინფორმაციო და საგანმანათლებლო ვიზიტორთა ცენტრი აშენდება. შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა. პროექტს გერმანული KfW აფინანსებს.

საინფორმაციო და საგანმანათლებლო ცენტრი დაახლოებით 600 კვ. მ. ფართობზე გაიხსნება. შენობაში საგამოფენო დარბაზი, კაფე, სუვენირების მაღაზია და სხვა დანიშნულების სივრცეები განთავსდება.
ინფორმაცია არქიტექტურულ კონკურსზე საერთაშორისო გამოცემებშიც გამოქვეყნდა.

დაინტერესებული პირებისა და კომპანიების განაცხადების მიღება 21 იანვრამდე იწარმოებს.

banner
წინა სტატიაშისაგლოლო-ჭიორა-ღების გზაზე მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ პარლამენტში, ვიცე-სპიკერების ფლიგელში ეკა ბესელიასთვის ოთახის მოწყობის შესახებ დავალება აპარატს ჯერ კიდევ სექტემბერში მისცა