რიკარდ ჟოზვიაკი: ევროპარლამენტარების მკაფიო განმარტება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, უპრეცედენტოა

“რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ ჟოზვიაკი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების მკაფიო განმარტება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, უპრეცედენტოა.

როგორც მან აღნიშნა, არ ახსენდება ფაქტი, რომ ამგვარ საკითხზე ევროპარლამენტში კონკრეტული გვარები პირდაპირ დაესახელებინათ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია, 2023 წლის შემოდგომამდე შეასრულოს.

“ვადის გახანგრძლივება ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას აძლევენ საშუალებას, შეასრულოს ვალდებულებები, თუ რა თქმა უნდა აქვს ამის ნება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამის გაკეთება თქვენს ხელისუფლებას დეკემბრამდე შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, მთავრობა ვეღარ იტყვის, რომ ცოტა დრო ჰქონდათ. ჩემი ინფორმაციით, ეს არის ვადა სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბრამდე. გარდა ამისა, არ მახსენდება ფაქტი, როცა ევროპარლამენტში ასე პირდაპირ ასახელებენ გვარებს, რაც დეოლიგარქიზაციაზე განმარტებისას მოვისმინეთ. მათ ახსენეს ბიძინა ივანიშვილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს რიკარდ ჟოზვიაკი.

შეგახსენებთ, სწორედ დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის უნდა შეასრულოს, თუმცა “ქართული ოცნება” ოლიგარქად თვლის ყველას, გარდა ივანიშვილისა. მაგალითად, ისინი ოლიგარქებს უწოდებენ მიხეილ სააკაშვილს, გიული ალასანიას, დავით კეზერაშვილს, მამუკა ხაზარაძეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიააშშ-ის კონგრესში ინიცირებული საკანონმდებლო აქტი შავი ზღვიწ რეგიონისა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს