14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს შესახებ ისაუბრეს, თუმცა სანქციებთან დაკავშირებით მათ ნაბიჯი არ გადაუდგამთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს შესახებ ისაუბრეს, თუმცა სანქციებთან დაკავშირებით მათ ნაბიჯი არ გადაუდგამთ,- წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, პირველი ნაბიჯი გადადგას.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს. ოთახში სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, გადადგას პირველი ნაბიჯი ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის წარმართვისკენ. შემდგომი ქმედებებისთვის საქართველომ უნდა: შეწყვიტოს აგრესიული ენა ევროკავშირის წინააღმდეგ, შეწყვიტოს ოპოზიციის შევიწროება, გადახედოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესახებ კანონმდებლობას“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

ამასთან, იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ საქარველოსთვის შესაძლო სანქციების საკითხის განხილვა მას შემდეგ მოხდება, როდესაც შეხვედრას სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან და უნგრეთზე მიანიშნა.

„კალასი ამბობს, რომ საქართველოსთვის შესაძლო სანქციების „გადახედვა“ მოხდება მას შემდეგ, რაც სხვა წარმომადგენლებიც იქნებიან მოლაპარაკების მაგიდასთან…“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

banner
წინა სტატიაშიკაია კალასი: საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შეჩერების ნიშნებს
შემდეგი სტატიადიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მშობლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი დევიზი – „სამართალი და სიცოცხლე“ რეალურად არ სრულდება