4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

რიკარდ იოზვიაკი: საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები, რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს აჩენს

საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.

იოზვიაკის განცხადებით, ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში მეორდება გასული წლის შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა „მხოლოდ სახელით“.

მისი ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია ზომები ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია ევროკავშირის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ზოგადად უვიზო რეჟიმსაც საფრთხეს უქმნის.

იოზვიაკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად „მხოლოდ სახელით“ რჩება და კვლავ უარს ამბობს კანდიდატის სტატუსითა და გაწევრიანების წინა პროცესით გათვალისწინებულ უპირატესობებზე.

ევროკომისია გაფართოების შესახებ 2026 წლის ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ დატოვებენ
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის საქმეში თამაზ თამაზაშვილის კავშირზე საუბრობს