რიჰარდ კოლსი – კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი

„საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას“,- ამის შესახებ ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდ კოლსი „ტვიტერში“ წერს.

„ჩემი მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობ ამ პროცესის სრულ მხარდაჭერას!“,-აღნიშნულია ლატვიის სეიმის წარმომადგენლის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- მადლობას ვუხდი “ეუთო”-ს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის
შემდეგი სტატიაევროკავშირი-აშშ-ს ერთობლივი განცხადება