რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი – ასე მოიხსენიებს საქართველოს პრეზიდენტს “ქართული ოცნების” დეპუტატი დავით მათიკაშვილი.
მათიკაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის, აკრიტიკებს და მის დაკნინებას რადიკალ ოპოზიციონერად მოხსენიებით ცდილობს.
“ჩვენ საქმე გვაქვს მაპატიეთ, მაგრამ რიგით რადიკალ ოპოზიციონერთან, ოპოზიციის ხელმძღვანელთანაც არა, რიგით რადიკალ ოპოზიციონერთან, რომელსაც ქვეყნის წინსვლა, პროგრესი, არაფრად აღელვებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს,“ – ამბობს დავით მათიკაშვილი.