რიგის მერი კორუფციული სკანდალის გამო გაანთავისუფლეს

ნილ უშაკოვი რიგის მერის თანამდებობიდან კორუფციული სკანდალის გამო გაანთავისუფლეს, რომელიც მუნიციპალურ კომპანია Rigas Satiksme-ს უკავშირდება. ლატვიის გარემოს დაცვის მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ოფიციალურ გვერდზე პარასკევს, 5 აპრილს გამოქვეყნდა. თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზებს შორის, ასევეა, სახელმწიფო თანხის არამიზნობრივი დახარჯვა. ყოფილ მერს მინისტრის გადაწყვეტილების გასაჩივრება 30 დღის მანძილზე შეუძლია – “დოიჩე ველე” წერს.

ნილ უშაკოვი რიგის მერის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ბრიტანეთისგან “ბრექსიტის” გადადებაზე დამატებით გეგმას ელოდება
შემდეგი სტატიაBoeing-ში აღიარეს, რომ ორი თვითმფრინავი მათი შეცდომის გამო ჩამოვარდა