რიგი წევრებისა არ იყვნენ მომხრეები, რომ განცხადება ამ სახით მიღებულიყო – სერგო რატიანი

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

ნაციონალური მოძრაობა ყრილობისთვის ემზადება. კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა ამ ყრილობაზე გადაწყდება პარტიის ხელმძღვანელობის საკითხი.

სამომავლო სტრატეგიაზე გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს და 3-პუნქტიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

შეიქმნება ჯგუფი, რომელიც წინასაარჩევნო პროცესს და არჩევნებს შეაფასებს. მეორე ჯგუფი კი ყრილობის საორგანიზაციო საკითხებს მოაგვარებს.

მესამე საკითხი კი უკვე პარტიის მიერ მიღებულ საგანგებო განცხადებას ეხება. ნაციონალური მოძრაობა მადლობას უხდის ამომრჩეველს და პარტიულ ბრძოლას განაგრძობს.

„რიგი წევრებისა არ იყვნენ მომხრეები, რომ განცხადება ამ სახით მიღებულიყო,“ – განაცხადა სერგო რატიანმა, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ რომელიმე პირის მიერ პარტიის დატოვების შესახებ მას ინფორმაცია არა აქვს.

banner
წინა სტატიაშიდედის მკვლელობა – ბრალდებულები, სავარაუდოდ, დანაშაულის მომენტს ტელეფონით იღებდნენ
შემდეგი სტატიაახალი საპარლამენტო უმრავლესობის პირველი ოფიციალური შეხვედრა 6 ნოემბერს გაიმართება