რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება არ არსებობს – კობახიძის პასუხი ოპოზიციას

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის საპასუხოდ ამბობს, რომ არავითარი ობიექტური საჭიროება არ არსებობს რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა დეკემბრამდე აქვთ.

“ერთი, რომ რიგგარეშე სხდომა რა შუაშია საერთოდ გაუგებარია, როდესაც დეკემბრის ბოლომდე უნდა განხორციელდეს რაღაცეები, და ეს ორი თვე, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება სამუშაო პროცესისთვის და კანონების მიღებას რაც შეეხება, ეს მოხდება ბუნებრივია დეკემბრის ბოლომდე. ანუ არავითარი ობიექტური საჭიროება არ არსებობს იმის, რომ რაიმე სხდომა იყოს მოწვეული, როდესაც დეკემბრის ბოლოს ფასდება მიღწევები და ისედაც სჭირდება სამუშაო პროცესს არა ერთი და ორი თვე”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ომი რომ დაიწყოს, რუსეთისთვის მძიმე იქნება, რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო უნდა მოაცდინოს – კობახიძე
შემდეგი სტატიაჩვენ რომ ომში ჩავერთოთ, დეკემბერში სტატუსი გარანტირებული გვაქვს – ეს ომი იქნება გამანადგურებელი საქართველოსთვის, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ – კობახიძე