რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგად უნდა მოვიდეს ფართო კოალიცია – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

“რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგად უნდა მოვიდეს ფართო კოალიცია,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი ფართო კოალიციის შექმნაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკაში 10 მილიარდიან ინვესტიციას შემოიტანს.

”მთელი ოპოზიციური სპექტრი მობილიზირდება, ზუსტად ისე, როგორც ვენესუელაში. ქმნიან საერთაშორისო ფონს, მასობრივად უსამართლობას აპროტესტებენ ყველა სახელმწიფო უწყებაში. აქვთ რეაქცია ყველაფერ უმსგავსობაზე, რასაც ისინი ჩადიან, აკეთებენ მშვიდობიან საპროტესტო ფონდს. მშვიდობიანი საპროტესტო ფონდი აიძულებს ივანიშვილს, დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგად უნდა მოვიდეს ფართო კოალიცია, რომელიც შემოიტანს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შექმნის არსებულ სისტემას, სასამართლოს სისტემას ჩამოაყალიბებს ნორმალურს, რომელიც საქართველოს დაუბრუნებს ძალიან განვითარებას და კიდევ უფრო სწრაფად წაიყვანს წინ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მის ინტერესებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, პირველ რიგში, ქვეყნის წინ წაყვანა და განვითარებაა.

„მე მაინტერესებს 10 მილიარდი დოლარის ჩადება საქართველოს ეკონომიკაში, მე მაინტერესებს ტექნოლოგიების დაბრუნება, მე მაინტერესებს ქართველების უკან ჩამოსვლა, მე მაინტერესებს საქართველოს წამყვან სახელმწიფოდ ქცევა, მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც იყო საქართველო საამაყო 9 წელიწადში, მე მაინტერესებს ის, რომ ჩვენ წავიდეთ სწრაფად წინ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1774172316021018/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში“სასამართლოში დღეს არის დახლი გახსნილი და იმართება ყიდვა-გაყიდვა” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს მიმართავენ