20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

რიგგარეშე არჩევნები იქნება – ნიკა გვარამია

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება და ოპოზიცია ამ პროცესისთვის სამართლიანი წესების განსაზღვრაზე მუშაობს. განცხადება მან ოპოზიციური ალიანსისა და ექსპერტების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ბევრი შენიშვნა მივიღეთ და ბევრი ვიკამათეთ, მე მგონია, რომ ეს სწორია, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია. ამისი ნება უდნა არსებობდეს და თუ ამის ნება არ აქვს ვინმეს, ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, და ნამდვილად არ აქვს, ის უნდა ვაიძულოთ, რომ ასეთი ნება ჰქონდეს – დანიშნოს არჩევნები და ჩაატაროს. ხალხმა უნდა იცოდეს ჩვენ როგორ ვხედავთ და როგორ გვესმის, რა არის არჩევნები და ამ პროცესში მონაწილეობის მსიაღებად ვართ მზად. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, თუ ვინმეს სიტყვა მოწოდება არ მოსწონს, ჩარეთოს საერთოდ პოზიციის ჩამოყალიბებაში, ეს არ არის მხოლოდ ალიანსზე, ეს ყველას საერთო პოზიცია უნდა იყოს, რას ვეძახით არჩევნებს და რას არ ვეძახით არჩევნებს. არჩევნები რიგგარეშე იქნება და უნდა იყოს სამართლიანი წესებით”, – ამბობს გვარამია. 

ოპოზიციურმა ალიანსმა ექსპერტებთან ერთად ქვეყანაში მომდევნო არჩევნების ჩატარების წესზე იმსჯელა. განხილვის მთავარი თემა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მოდელი იყო.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცესკო ისეთი წევრებით უნდა დაკომპლექტდეს, რომელთა მიმართ ნდობაც მაღალი იქნება. მათი თქმით, ამისთვის აუცილებელია კომისიის წევრების შერჩევის წესის შეცვლა, რათა გამოირიცხოს რომელიმე პოლიტიკური ძალის დომინირება.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ახალი ექვსპუნქტიანი გეგმა ასევე ითვალისწინებს საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასა და რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებას, რათა უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლონ.

banner
წინა სტატიაში“30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 31, 286 პირმა”- საპენსიო ფონდი
შემდეგი სტატიაპატრიარქი შიო III სიონის ტაძარში მივიდა, სადაც ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა